საქართველოში თურქული სამედიცინო ქსელის - აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოში თურქული სამედიცინო ქსელის- აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. მსოფლიო დონის მრავალპროფილური მკურნალობა, რომელსაც აჯიბადემი სთავაზობს პაციენტებს, უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.

თბილისში, ჭავჭავაძის ქ. #58-ში ოფისი ოფიციალურად აჯიბადემის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მურატ ეკმეზოღლუმ და საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნინა ლობჟანიძემ გახსნეს.

როგორც მურატ ეკმეზოღლუმ განაცხადა, აჯიბადემი აერთიანებს 22 საავადმყოფოს და 19 სამედიცინო ცენტრს თურქეთში, ჰოლანდიაში, მაკედონიაში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში.

„აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფში გაერთიანებულია საავადმყოფოები, კლინიკები, სამედიცინო ცენტრები, მობილური ჯანმრთელობის პროგრამა, ლაბორატორია, სასტუმროები და მენეჯმენტის ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფრის კოორდინირებას ახორციელებს.

აჯიბადემის კლინიკები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და გვყავს ძალიან გამოცდილი ექიმი-სპეციალისტები. ჯერ კიდევ 25 წლის წინ, თურქი პაცნიენტები საზღვარგარეთ მიდიოდნენ სამკურნალოდ, დღესდღეობით კი ეს სფერო ძალიან განვითარდა და თითქმის აღარავის სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა. როგორც ვიცი, საქართველოში ამ კუთხით ჯერ არ არის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ქართველი პაციენტები იძულებული არიან გაემგზავრონ უცხოეთში. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, ქართველ პაციენტებსაც არ დასჭირდებათ არსად გამგზავრება“, - განაცხადა მურატ ეკმეზოღლუმ.

აჯიბადემი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას და უახლეს მეთოდებს სთავაზობს. საქართველოს ოფისის მეშვეობით, პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას სრულიად უსასყიდლოდ.

„საქართველოს ოფისის მომსახურება არის სრულიად უფასო. ჩვენი ოფისის მთავარი ფუნქციაა დაეხმაროს პაციენტებს, რომ მარტივად და მოწესრიგებულად მოხდეს ჯერ აჯიბადემთან კომუნიკაცია, შემდეგ კი მკურნალობა. პაციენტს მოაქვთ თბილისის ოფისში დიაგნოზი. ჩვენ დიაგნოზს ვთარგმნით სრულიად უსასყიდლოდ და ვაგზავნით თურქეთში. ერთი კვირის შუალედში აჯიბადემის წამყვანი პროფესორებისგან მოდის პასუხი და ვიწყებთ გამგზავრებისა და მკურნალობის კურსის დაგეგმვას.

პაციენტს აეროპორტში მძღოლი დახვდება და მიიყვანს კლინიკაში. ეს მომსახურება და თარჯიმანი ექიმთან კომუნიკაციისთვის არის სრულიად უფასო“, - განაცხადა აჯიბადემ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეკლე მუმლაძემ და განმარტა, რომ კლინიკაში ძირითადი მიმართვიანობა არის ონკოლოგიური დაავადებების კუთხით, თუმცა გარდა ამისა, აჯიბადემი მრავალპროფილურია და ტარდება ნებისმიერი სახის მკურნალობა.

საქართველოში აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნას ქართველი პაციენტებიც ესწრებოდნენ, რომელთაგანაც ნაწილმა თურქეთში უკვე გაიარა მკურნალობის კურსი, ნაწილი ახლა მკურნალობს ან მკურნალობის დაგეგმვის პროცესშია.

როგორც ნათია ინასარიძემ განაცხადა, თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მის მცირეწლოვან შვილს 4 წლის განმავლობაში მკურნალობდა, რაც 100 %-იანი შედეგით დასრულდა.

„4 წლის განმავლობაში თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ვმკურნალობდით. 100%-იანი შედეგი გვაქვს. დღეს მე აღარ მჭირდება ამ ოფისის მომსახურება, თუმცა 4 წლის წინ რომ ყოფილიყო საქართველოში აჯიბადემის წარმომადგენლობა უფრო გამიმარტივდებოდა კომუნიკაცია. აჯიბადემის ოფისის გახსნა შესაძლებლობაა, პაციენტებმა უფრო მარტივად იკონტაქტონ ექიმებთან. ქიმიოთერაპიის 4 კურსი და რადიოთერაპია ჩავიტარეთ, ყველაფერმა გვერდითი მოვლენების გარეშე ჩაიარა და ძალიან კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა ნათია ინასარიძემ.

აჯიბადემის ქართული ოფისი იქნება ხიდი საქართველოსა და აჯიბადემს შორის: ამ ოფისის დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი მომსახურების და მკურნალობის მიღება, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ის იქნება პლატფორმა თურქ და ქართველ ექიმებს შორის მედიცინის გლობალური განვითარებისთვის. თურქი ექიმები ჩაატარებენ ტრენინგებს და კონსულტაციებს ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად.

2016 წელს დაახლოებით, 4 500 000 ადამიანმა ჩაიტარა მკურნალობა აჯიბადემში. მათ შორის 30 000 პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან იყო. საქართველოდან, აჯიბადემში ასეულობით პაციენტი მკურნალობს. ამისთვის მათ უწევდათ კონტაქტი სტამბულის სათაო ოფისთან. თბილისის ახალი ოფისის საშუალებით კი, საქართველოშივე გახდება შესაძლებელი ინფორმაციის და საჭირო დახმარების მიღება.

აჯიბადემის საქართველოს ოფისის საკონტაქტო ტელეფონია 2 15 85 00.

მისამართი - თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 58

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის