თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ინფორმაციული უსაფრთხოების კურსი დასრულდა

„ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის“ კურსი დასრულდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

ტრენინგის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტებმა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირებმა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლები, სტრუქტურა და რეგულაციები შეისწავლეს. კურსის მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელი დოკუმენტების გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

კურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მიზნად ქართული მხარისთვის ესტონური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია BHC Laboratory ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ტრენინგს ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ესტონელი ექსპერტი გენ ვაგულა უძღვებოდა.

ესტონეთი საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის