უკონტაქტო პატრული ქუჩებში შესაძლოა ტაქსის ნიშნის მქონე მანქანებით ან მიკროავტობუსით გამოჩნდნენ

უკონტაქტო პატრული, რომელიც „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქუჩებში 1-ელი ივლისიდან გამოჩნდება, სამოქალაქო ავტომობილებით იმოძრავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ავტომანქანები შესაძლოა სხვადასხვა ტიპის და შეფერილობის იყოს, მათ შორის მოსალოდნელია, რომ ქუჩებში ზოგიერთი ტაქსის ნიშნით, ზოგიერთი კი მიკროავტობუსის სახით გამოჩნდეს.

„უკონტაქტო პატრულირება ეს არის პრაქტიკა, რომელიც ევროპულ ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და მას ყველგან აქვს დადებითი პრევენციული ეფექტი. რაც შეეხება მის შეფერილობას, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, სამოქალაქო მანქანები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დისკრეცია და თავისუფლება, რომ ამ შემთხვევაში, თვითონ შეარჩიოს სამოქალაქო მანქანების ტიპი, შეფერილობა - იქნება მინიავტობუსი, პიკაპი, თუ რა ტიპის მანქანა. შეიძლება ტაქსის ნიშნითაც იმოძრაოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მაგალითები, სადაც უკონტაქტო პატრულის მანქანებს ტაქსის შეფერილობა აქვს. მეტსაც გეტყვით, პრაქტიკაში ისეთი მანქანებიც არის, რომელთა უკანა ნახევარი ტაქსის ფერებშია შეფერილი, წინა ნახევარი კი პოლიციის ფერებში და როცა თქვენ დარღვევით გაუსწრებთ ამ მანქანას და გგონიათ ტაქსი, აღმოჩნდება, რომ ის არის სინამდვილეში საპატრულო პოლიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა და ის ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა. უკონტაქტო პატრული ერთ-ერთია, რომელიც პრაქტიკაში ახალი ცვლილებებით ინერგება. კიდევ ერთი რეგულაციით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოდის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის