„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ (www.hr.ge) გიწვევთ “დასაქმების ფორუმი 2017”-ში მონაწილეობისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თქვენთვის დამსაქმებელთათვის, მოახდინოთ კომუნიკაცია საზოგადოების ფართო წრეებთან და გაავრცელოთ თქვენი ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან თქვენს სფეროში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით.
ფორუმი ყოველწლიურად წარმატებით იმართება 2009 წლიდან. ღონისძებაში მონაწილეობას იღებენ საბანკო, საფინანსო, წარმოების, საცალო და სავაჭრო სფეროს, FMCG, სამედიცინო, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე კომპანიები, რომლებიც ფორუმის მონაწილეებს სთავაზობენ აქტიურ ვაკანსიებს. ყოველწლიურად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 7 000-ზე მეტი სტუდენტი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
დასაქმების ფორუმი 2017 იმართება პარტნიორ დასაქმების პორტალების მხარდაჭერით: www.cv.ge და www.career.ge და ასევე საიტებთან, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ვაკანსიების სეგმენტირებულად გავრცელებაზე: www.doctor.ge - სამედიცინო ვაკანსიები; www.course.ge - სტუდენტური ვაკანსიები და სტაჟირებები; www.chefs.ge - სასტუმროსა და კვების ინდუსტრიის ვაკანსიები; www.tenderer.ge - ტენდერები.
“დასაქმების ფორუმი 2017” გაიმართება
თბილისი - „თბილისი ბილთმორი“ მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი #26.
თბილისი - 15 მაისი 11:00 საათი
ბათუმი - 19 მაისის 12:00 საათი
ბათუმი - „ჰილტონ ბათუმი“ მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი #40.
იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში, იყოთ ერთ-ერთი დამსაქმებელი, საჭიროა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე - მობ: 577 77 12 28; ოფისი: 219 33 33 (შიდა ნომერი 125). ან, მოგვწეროთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@hr.com.ge, jobfair@hr.com.ge
შეგახსენებთ, რომ „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი რეკრუტინგული სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge) არის ყველაზე პოპულარული დასაქმების საიტი, სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.
(R)