ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჭავჭავაძის ფილიალი 8 მაისიდან 15 მაისამდე არ იმუშავებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აცნობეს, დოკუმენტაციის ჩაბარების მსურველებმა დროებით უნდა მიმართონ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს მისამართზე - აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი.
„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს, ბიუროს სერვის ცენტრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ჭავჭავაძის გამზ. N84-ში (ბაგები) მდებარე სათაო ოფისის სერვის ცენტრი დახურული იქნება და არ იმუშავებს მიმდინარე წლის 8 მაისიდან 15 მაისამდე.
დოკუმენტაციის ჩაბარების მსურველებმა უნდა მიმართოთ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი.
ბიუროს ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება. ექსპერტიზის ბიურო ზრუნავს დამკვეთის მომსახურებაზე.
აღნიშნული ცვლილება არ ეხება ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს, რომელიც ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - აღნიშნულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.