ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მიწვეული ბავშვთა ორთოპედი კონსულტაციებს ჩაატარებს

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ბავშვთა ორთოპედი კონსულტაციებს ჩაატარებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” "სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან" აცნობეს, 5 მაისს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული, პროფესიონალი ბავშვთა ტრავმატოლოგი თინათინ ანთაძე და ნეფროლოგები გურამ ჩიტაია, დავით კვირკველია ბავშვთა კონსულტაციებს ჩაატარებენ.

”მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია