„ბანკ რესპუბლიკის“ სერვისები 5 მაისს, 18:00 საათიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება

„თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, „ბანკ რესპუბლიკის“ სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, „რესპუბლიკიდან“ გამავალი გადარიცხვები კი შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

„თიბისი ბანკი“ თხოვნით მიმართავს „ბანკ რესპუბლიკის“ მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, ფილიალებიდან წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული „თიბისი ბანკის“ ბარათები, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, „ბანკ რესპუბლიკის“ ბარათები აღარ იქნება აქტიური.

„6 და 7 მაისს, „თიბისი ბანკის“ რამდენიმე სერვისი, დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს „თიბისი ბანკის“ ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

8 მაისიდან, „თიბისი ბანკის“ ყველა სერვისი სრულად აღდგება, „ბანკ რესპუბლიკის“ კლიენტები „თიბისი ბანკის“ ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.

„თიბისი ბანკი“ თხოვნით მიმართავს „ბანკ რესპუბლიკის“ მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული „თიბისი ბანკის“ ბარათები ფილიალებიდან, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, „ბანკ რესპუბლიკის“ ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს „თიბისი ბანკში“ ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება „თიბისი ბანკის“ და „ბანკ რესპუბლიკის“ ყველა ფილიალში. დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ „თიბისი ბანკის“ ან „ბანკ რესპუბლიკის“ სატელეფონო ცენტრს (+995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).

„თიბისი ბანკი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად, პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის