საბერძნეთში გარდაცვლილი დიანა ბერიძის ნათესავები საქართველოდან სალონიკში წუხელ გაემგზავრნენ

საბერძნეთში გარდაცვლილი დიანა ბერიძის ნათესავები საქართველოდან სალონიკში წუხელ გაემგზავრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ გარდაცვლილის მეზობელმა, ქობულეთში მცხოვრებმაჯემალ ლამპარაძემ განუცხადა, საბერძნეთში დიანა ბერიძის მამიდა, მამა და ძმა ჩავიდნენ. მისივე თქმით, დიანა ბერიძე საბერძნეთში რამდენიმე წელია ცხოვრობს.

ბერძნული მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 36 წლის ქართველი დიანა ბერიძე სალონიკის გარეუბანში გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, მოკლულია.

ბერძნული მედიის ინფორმაცით, აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია 38 წლის ბერძენი ექიმი, რომელიც სამართალდამცველებმა ათენში დააკავეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის