თურქეთის გასართობ პარკში ატრაქციონზე გონდოლა ჩამოვარდა

თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე გასართობ პარკში ატრაქციონზე „თავისუფალი ვარდნა“ გონდოლა ჩამოვარდა, - იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

ატრაქციონის მექანიზმმა ხალხი 25 მეტრის სიმაღლეზე აიყვანა და თითქმის ქვევით ჩამოიყვანა, როდესაც ორი მეტრის სიმაღლეზე ბაგირი გაწყდა.

ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ირკვევა შემთხვევის დეტალები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

თურქეთის გასართობ პარკში ატრაქციონზე გონდოლა ჩამოვარდა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია