გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"თქვენო აღმატებულებავ, მსურს გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.

დღევანდელი არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა თქვენდამი განსაკუთრებული ნდობა და სწრაფვა კეთილდღეობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთისა და ძლიერი ევროპის მხარდასაჭერად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის მომავლისათვის. თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში სწორედ საფრანგეთი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. მჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტობა კიდევ უფრო წარმოაჩენს და გააძლიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და საპატიო მისიას.

ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენი მშვენიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპის ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისათვის", - ნათქვამია მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა