დასაქმების ფორუმი 2017

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ (www.hr.ge) გიწვევთ “დასაქმების ფორუმი 2017”-ში მონაწილეობისთვის თბილისსა და ბათუმში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თქვენთვის სამსახურის მაძიებელთათვის, მოახდინოთ კომუნიკაცია მსხვილ დამსაქმებლებთან პირისპირ, მოგეცემათ შეაძლებლობას გაიცნოთ ისინი და მათთან გამოავლინოთ ყველა თქვენი უნარი.

ფორუმი ყოველწლიურად წარმატებით იმართება 2009 წლიდან. წელს ფორუმში წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი კომპანიები:

თბილისი: ჯეოსელი, ბანკი კრედო, თბილისი ბილთმორი, ჰაიდელბერგ ცემენტი საქართველოს ფოსტა, ლიბერთი ბანკი, ევექსი, თეგეტა მოტორსი, ორი ნაბიჯი, აჭარაბეთი, ეივონი, კოკა-კოლა, რუსთავის მეტალურგია, ავტოჰაბი, ნექსთ ბრენდი, მიმინო თრეველი, არვატო და სხვა.

ბათუმი: ჰილტონ ბათუმი, ავერსი-ფარმა, გეფა, კარფური, თეგეტა მოტორსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ალდაგი, თეგეტა მოტორსი, ლიბერთი ბანკი, ჯეოსელი, ეი პი ემ ტერმინალი, ტავ ურბან საქართველო და სხვა.

InterPressNews.Geდასაქმების ფორუმი 2017 იმართება პარტნიორ დასაქმების პორტალების მხარდაჭერით: www.cv.ge და www.career.ge და ასევე საიტებთან, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ვაკანსიების სეგმენტირებულად გავრცელებაზე: www.doctor.ge - სამედიცინო ვაკანსიები; www.course.ge - სტუდენტური ვაკანსიები და სტაჟირებები; www.chefs.ge - სასტუმროსა და კვების ინდუსტრიის ვაკანსიები; www.tenderer.ge - ტენდერები.

იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში, იყოთ ერთ-ერთი წარმატებული, ვისაც აქვს შანს დასაქმდეს წარმატებულ კომპანიაში, გიწვევთ ღონისძიებაზე და აქვე ავღნიშნავთ რომ ღონისძიებაზე დასტრება არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას და ფორუმი ტარდება შემდეგ სასტუმროებში და მისამართებზე:

თბილისი - 15 მაისი ორშაბათი, 11:00-15:00 სთ - „თბილისი ბილთმორი“

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი#26.

ბათუმი - 19 მაისის პარასკევი, 12:00-14:00 სთ - „ჰილტონ ბათუმი“

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი #40.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე - მობ: 577 77 12 28; ოფისი: 219 33 33 (შიდა ნომერი 125). ან, მოგვწეროთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@hr.com.ge, jobfair@hr.com.ge

შეგახსენებთ, რომ „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი რეკრუიტინგული სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge) არის ყველაზე პოპულარული დასაქმების საიტი, სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის