ანა მარგველაშვილი - ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა

ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც ანა მარგველაშვილმა აღნიშნა, პროცესზე ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის ბრალეულობისა. შესაბამისად, ანა მარგველაშვილის თქმით, მათ იმედი აქვთ მოსამართლის კეთილსინდისიერების.

“დღეს მიმდინარეობს მიხეილ თათარიშვილის პროცესი. ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა და გვჯერა, რომ ამას დავამტკიცებთ. იმედი გვაქვს მოსამართლის კეთილსინდისიერების”, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ანა მარგველაშვილს დაკითხავენ - რა ჩვენების მიცემას აპირებს პრეზიდენტის შვილი მიხეილ თათარიშვილის საქმეზე

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის