შემოსავლების სამსახურმა სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ორი კონკრეტული საწარმოს მიერ ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტები გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. შესაბამისად, გამოიკვეთა პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტები, თუმცა ფიზიკურმა პირებმა სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტები უარყვეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოების მიერ, მსგავსი სქემით გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე სხვა შემთხვევებშიც (529 ფიზიკურ პირზე), რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე. ჯამში სულ ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო 11620 ზედნადები გამოიწერა.

საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა