„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე ერიკ ფუხაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერიკ ფუხაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გასულ პარასკევს დე ფაქტო პარლამენტს ერიკ ფუხაევის კანდიდატურა „სამხრეთ ოსეთის“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარუდგინა.

ამჟამად ერიკ ფუხაევი ე.წ. ვიცე-პრემიერის ფუნქციებს ასრულებს.

ე.წ.პარლამენტი ფუხაევის კანდიდატურას 15 მაისს უყრის კენჭს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია