თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის 36 წლისთავის აღსანიშნავად ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართება

თბილისის "დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ფინალში "დინამომ" იენის "კარლ ცაისი" ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა.

1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება

1/16 "დინამო"-"კასტორია" (საბერძნეთი) 0:0, 2:0

1/8 "დინამო"-"უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 4:0

1/4 "დინამო"-"ვესტ ჰემი" (ინგლისი) 4:1, 0:1

1/2 "დინამო"-"ფეიენოორდი" (ჰოლანდია) 3:0, 0:2

ფინალი: "დინამო"-"კარლ ცაისი" (გდრ) 2:1

ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:

მეკარე: ოთარ გაბელია - 9 მატჩი;

მცველები: ალექსანდრე ჩივაძე - 9 (2გოლი), ნოდარ ხიზანიშვილი - 7, გია თავაძე - 7, თამაზ კოსტავა - 7, შოთა ხინჩაგაშვილი - 5, დავით მუჯირი - 4, გიორგი ჭილაია - 3 (1);

ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე - 9 (2), ვიტალი დარასელია - 8 (3), ზაურ სვანაძე - 5, ნუკრი კაკილაშვილი - 4, ვახტანგ ქორიძე - 2, გოჩა ჯოხაძე - 1, კონსტანტინე კერესელიძე - 1;

თავდამსხმელები: რამაზ შენგელია - 9 (5), დავით ყიფიანი - 9, ვლადიმერ გუცაევი - 7 (3), რევაზ ჩელებაძე - 4, ვაჟა ჟვანია - 2, გურამ ჩქარეული - 1.

36 წლისთავის აღსანიშნავად, დღეს, 18:00 საათზე, "დინამოს" ფანების ინიციატივით, "დინამო არენაზე" ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან, რომლებიც სიტყვითაც წარდგებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის