გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის მე-5 ეტაპი დაიწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და იგი ამერიკის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ფინასნური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის სახურავს, შეიცვალა ძველი თუნუქი, რომლითაც საბჭოთა კავშირის პერიოდში გადახურეს ტაძარი. თუნუქი ჩაანაცვლეს მოჭიქული კრამიტით.

„ტაძრის გადახურვა გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტის მსგავსი მასალის გამოყენებით ხდება. მოჭიქული კრამიტი იგივე ტრადიციითა და ტექნოლოგიით დამზადდა, როგორსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტაძრების გადახურვისთვის", - აღნიშნა რესტავრატორმა სანდრო რუბაშვილმა.

ტაძარში მიმდინარეობს ქვის კონსერვაცია, მანამდე მოხდა ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები, ასევე დასრულებულია გუმბათის მთელი პერიმეტრის გადახურვა და მოწესრიგება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტაძრის რესტავრაცია მიმდინარე პროცესია და იგი შესაძლებელია კიდევ რამდენიმე ეტაპად გაგრძელდეს. რესტავრაციის მეხუთე ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის