ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის სასწავლო ტური დასრულდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო ტური ინკლუზიური განათლების 30 სპეციალისტისთვის დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ტურის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები თბილისის 10 საჯარო სკოლაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სასწავლო ტური მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას რეგიონებში და გულისხმობდა რეგიონების სკოლებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის გამოცდილების გაზიარებას წარმატებული პრაქტიკის მქონე სკოლებში. ტურის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ სწავლების და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტიან სტრატეგიებს ასევე, დააკვირდნენ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სასწავლო ტურის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა, რის შედეგად შეირჩა ინკლუზიური განთლების 30 სპეციალისტი. შერჩეული სპეციალისტები გადანაწილდნენ 10 ინკლუზიურ სკოლაში, სადაც მათ სუპერვიზორები ჰყავდათ.

სასწავლო ტური უკვე მეორედ ჩატარდა. ცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წელს დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის