"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აჭარაში განუხორციელებელი პროექტების ფოტოები მიიტანეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე აჭარაში განუხორციელებელი პროექტების ფოტოები მიიტანეს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გონიოს ტერიტორიაზე ხიდი უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ლევან ვარშალომიძემ ბათუმში სტადიონის მშენებლობასა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

"წინა მთავრობის მიერ დატოვებული პროექტების განხორციელებას არ აპირებენ. თუ აღნიშნული პროექტები არ განხორციელდება ბათუმს მომავალი არ ექნება. სტადიონის მშენებლობაზე ყოველი მთავრობა აანონსებდა მშენებლობას, თუმცა უშედეგოდ. გონიოს ხიდის პროექტიც არ მოეწონათ ამერიკულმა ყარყატმა შეუშალა ხელი. ასე თუ გაგრძელდა განვითარებაზე ზედმეტია საუბარი", - აცხადებს ვარშალომიძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის