ბორჯომის ცენტრში სანიაღვრე არხი მოეწყობა

ბორჯომში, ცენტრალურ მოედანთან სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხები, გოფრირებული მილები და ცხაურები.

”ტერიტორია უხვი ნალექის დროს წყლით იტბორებოდა და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას უშლიდა ხელს. პროექტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, წყალსადენისა და კანალიზაციის საექსპლუატაციო სამსახური ახორციელებს და მისი დასრულება უახლოეს დღეებში მოხდება”, - განაცხადა ყიფიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია