მინისტრის ბრძანებით, პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი დამტკიცდა

პროკურატურის მუშაკი თავისუფალი უნდა იყოს მასმედიისა და ცალკეულ პირთა გავლენისგან და დაემორჩილოს მხოლოდ კანონს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსში, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

ეთიკის კოდექსში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურატურის მუშაკი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე და დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით.

„დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საჯაროდ არ გამოხატოს ისეთი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და ბრალდების მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე“, - ნათქვამია კოდექსში.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას კოდექსში ცალკე მუხლი ეთმობა. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული ოფიციალური წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროკურატურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც საქართველოს პროკურატურის პოზიცია. პროკურატურის მუშაკს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, უფლება აქვს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც მოცემული დროისათვის მისთვის არის ცნობილი“, - ნათქვამია კოდექსში.

ასევე, პროკურატურის მუშაკის მიერ ინტერნეტსივრცეში განხორციელებული ქმედებები უნდა იყოს კორექტული და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა