თსუ-ში კონფერენცია „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“ გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თსუ-დან აცნობეს, ღონისძიება 31 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება და მას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენთალერი, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები.

თსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციაზე საუბარი შეეხება გერმანიის უნივერსიტეტების გერმანისტული ინსტიტუტების პარტნიორობას, ერთობლივ პროექტებს, თსუ-ში გერმანული ფილოლოგიის სასწავლო პროგრამებს. გაიმართება მრგვალი მაგიდა „გერმანული ფილოლოგიის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები“.

ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „გერმანიის კულტურა და მეცნიერება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია