თვითმმართველი ქალაქების საკითხზე ირაკლი კობახიძე და ზურაბ ალავიძე არასამთავრობოებს ხვდებიან

დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაწყებულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს სტრატეგიული, ერთიანი ხედვა დეცენტრალიზაციის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გქვონდა კონსულტაციები და ამაზე დაწყებულია უკვე მუშაობა. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარების. საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადგილობრვი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრა პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს