ეროვნული გალერეა 8 ივნისიდან 11 სექტემბრამდე ჩინელი ხელოვანების გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 8 ივნისიდან 11 სექტემბრამდე ჩინელი ხელოვანების გამოფენას, სახელწოდებით „თანავარსკვლავედები“ უმასპინძლებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ჩინელი ხელოვანების ავანგარდისტული ნამუშევრები, „რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ ხელოვნებაზე, რომელთა შემოქმედება პოლიტიკური, სოციალური და ესთეტიური პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს ასახავს“.

„გამოფენის კურატორია ამი ბარაკი. პროექტი ხორციელდება ქართველი კოლექციონერის, ჯონ დოდელანდეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით. მონაწილე ხელოვანები არიან : აი ვეივეი, ჩენ ვეი, ცენგ რან, იუ ჰიაიუან, ლი შურუი, ლუი ვეი, ლუ ფინგუან, ლუ სანჩუან, მა ქუიშა, ვანგ გუანლ, ვანგ სიშუნ, ვანგ იუანგ, ქიე მოლინ, ქიუ ჰიუ, ქიუ ზენ, იან ქინგ, იანგ დონქსუ, იანგ ქიგუანგ, ჟანგ დინგ, ჟანგ ჟენიუ, ზაო იაო, ზაო ზაო“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია