ირაკლი ნადირაძე - თბილისის მერიამ კარტოზია-ცინცაძის ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა

პროექტი, რომელიც თბილისში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობდა, ივანიშვილის ინტერესების გამო შეჩერდა, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ნადირაძე პროექტის შეჩერების მიზეზად იმას ასახელებს იმას, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დათმობის პირობით აქვს შეძენილი. მისივე თქმით, დედაქალაქის მერის მიერ დასახელებული მიზეზი, თითქოსდა ესტაკადის შეჩერება ხეების მოჭრის საფრთხის გამო მოხდა, ტყუილია.

„თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა. კერძოდ, პროექტი შეჩერდა იმიტომ, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დათმობის პირობით აქვს შეძენილი. დავით ნარმანია თავის მართლების რეჟიმშია, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა ვალდებულებების შესრულება. თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს „ზიმოს” ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ეს კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს? მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს განაცხადა, თუკი აღნიშნულ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა განხორციელდებოდა, აუცილებელი იქნებოდა 87 ხე-მცენარის მოჭრა. დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ცენტრში, სადაც ისედაც მწვანე საფარის ნაკლებობაა, 87 ხის მოჭრა კრიტიკას გამოიწვევდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა