ნაძალადევის რაიონში კვიპაროსის 400 ნერგი დარგეს

ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, რაიონის გამგეობის დაკვეთით, 30 მისამართზე 400 ძირი პირამიდული კვიპაროსი დაირგო.

მათი ცნობით, სანზონაში, ლოტკინზე, თემქასა და ნაძალადევში თანაბრად გადანაწილდა 100-100 ნერგი. კერძოდ, თემქის მე-4 მ.რ-ში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის ეზოში 40 კვიპაროსი გამგებლის მოადგილეებმა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დარგეს, ასევე 50-50 ნერგი დაირგო დიდი ჯიხაიშის პირველ შესახვევსა და კიშინოვის ქუჩაზე.

როგორც მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორი კომპანია დარგული ხეების მორწყვას, მოვლა-პატრონობას წლის ბოლომდე უზრუნველყოფს, ხოლო ხელშეკრულების თანახმად, ნერგის გახმობის შემთხვევაში, მომწოდებელი კომპანია მას ახლით ჩაანაცვლებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის