რუსთავში მხატვარ ზაურ გაბესკირიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

რუსთავის ისტორიული მუზეუმის დარბაზში, მხატვარ ზაურ გაბესკირიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“ ორგანიზებითა და მხატვართა კავშირ ,,გამას“ ხელშეწყობით გაიმართა. მასზე მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი 60-ზე მეტი ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი.

გამოფენას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, რუსთაველი მხატვრები და ზაურ გაბესკირიას ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ზაურ გაბესკირია რუსთავში 79 წლის ასაკში გასულ წელს გარდაიცვალა. მისი ფერწერული ტილოები დაცულია როგორც საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში, ასევე შევედეთის ქალაქ კირუნას ხელოვნების მუზეუმში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია