რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება და ”ოქროს ტალღა 2017”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

20 ივნისს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიება და ქართული სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2017” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, საიუბილეო საღამოზე რადიოჰოლდინგის სპეციალური სტუმარი ფრანგი შემსრულებელი და ინსტრუმენტალისტი, პოპულარული ჯგუფის, Modjo–ს ყოფილი სოლისტი იან დესტალი იქნება.

”მუსიკალური პროექტი, რომელსაც წარმოადგენს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“), მეხუთე წელია, რაც საქართველოში ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გადასცემს ფულად პრიზს 5 ათასი ლარის ოდენობით. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.

წლის სიმღერასთან ერთად კონკურსზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: წლის სიმღერა ხალხის რჩეული; წლის მომღერალი ქალი; წლის მომღერალი მამაკაცი; წლის დუეტი; წლის ჯგუფი; წლის საუკეთესო ახალი ვერსია (რიმეიქი); წლის აღმოჩენა; რადიო „ფორტუნას“ რჩეული; რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული; რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული; რადიო „ავტორადიოს“ რჩეული; ტელეკომპანია Musicbox რჩეული; წლის ქალაქური სიმღერა; ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; წლის პროდიუსერი; ქართული კულტურის პოპულარიზაცის საზღვარგარეთ; ” - აცხადებენ რადიოჰოლდინგში.

გარდა ამისა, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ იტოვებს უფლებას წარმოადგინოს წლის მანძილზე ეთერში გასული ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებლები და დაასახელოს ფავორიტები. ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიის დღეს.

„ოქროს ტალღის“ მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2016 წლის მანძილზე და 2017 წლის პირველ ნახევარში ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში დღეისთვის 125 სიმღერაა წარდგენილი.

დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ 2013 წლიდან ხორციელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის