მე-2 არხი პოლიტიკურ არხად გადაკეთდება

უახლოეს მომავალში საქართველოში პოლიტიკური არხი ამოქმედდება, სადაც პარტიებს პირდაპირ ეთერში ბრიფინგების ჩატარების საშუალება ექნებათ. შესაბამისი წინადადებით პარლამენტში ~საზოგადოებრივი მაუწყებლის~ ხელმძღვანელობა შევიდა.

ლევან ყუბანეიშვილი დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვედა, რის შემდეგაც ბრიფინგი გაიმართა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, მეორე არხით პოლიტიკურ არხად გადაკეთდება და იქნება შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში გადაიცეს ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა.;

ამავე არხზე გავა პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაციაც.;

რაც შეეხება მეორე არხის მაუწყებლობის არეალს, როგორც ~საზოგადოებრივი მაუწყებლის~ ხელმძღვანელმა ლევან ყუბანეიშვილმა განმარტა, არის პრობლემა გადამცემებთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ ხერხდება, რომ მეორე არხმა მთელ საქართველოში იმაუწყებლოს. მან აღნიშნა, რომ იქნება მცდელობა არხის მაუწყებლობის გაუმჯობესების, რაზეც თანხმობა მას პარლამენტის თავმჯდომარემაც მისცა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის