ახალი “ტოიოტა პრიუსი“ - ყოველთვის ყურადღების ცენტრში

ალბათ ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც ქართველი ავტომომხმარებლები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართ.ამის ძირითად მიზეზად კი ტექნოლოგიის არასანდოობა სახელდებოდა. თუმცა, სულ რამდენიმე წელიწადში ეს სტერეოტიპი დაინგრა და საზოგადოებაში წარმოიშვა მზარდი ინტერესი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართ. ალბათ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ სტერეოტიპის ნგრევაში ლომის წვლილი ტოიოტა პრიუსს მიუძღვის, რისი უტყუარი მტკიცებულებაც ამ მოდელის საქართველოში რეგისტრაციის წლიური სტატისტიკაა. აი, მაგალითისთვის, თუ 2011 წელს ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 8 პრიუსი დარეგისტრირდა, 2016 წელს ეს მონაცემი 457-ს გაუტოლდა, ხოლო 2017 წლის პირველ 5 თვეში კი 4000-ს(!!!) მიაღწია.

და მაინც, რომელი მახასიათებლების წყალობით შეძლო ამ მოდელმა ქართველი მომხმარებლების ნდობის მოპოვება? პრიუსის მფლობელების აბსოლუტური უმრავლესობა ორ ძირითად მიზეზს ასახელებს: გამძლეობა და ეკონომიურობა. სწორედ ამ ორი კომპონენტის წყალობით მოიპოვა ტოიოტა პრიუსმა ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდის სტატუსი - მსოფლიოს მასშტაბით ამ მოდელის 3.5 მილიონზე მეტი ერთეულია გაყიდული.

პრიუსის წარმატების ისტორია 1997 წელს იღებს სათავეს, როდესაც კომპანია ტოიოტამ გამოუშვა მსოფლიოში პირველი მასობრივად წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილი. აქედან მოდის სახელწოდებაც, „პრიუსი“ ლათინურად პირველს ნიშნავს. 20-წლიანი არსებობის განმავლობაში ამ მოდელმა რამდენიმე სახეცვლილება განიცადა და დღესდღეობით, მომხმარებლის წინაშე დგას ყველაზე ეკონომიური, ტექნოლოგიურად დახვეწილი და საიმედო - მე-4 თაობის ტოიოტა პრიუსი.

მე-4 თაობის პრიუსი აგებულია Toyota New Global Architecture (TNGA) პლატფორმაზე, რომელიც არის ინოვაციური მიდგომა, მიმართული სავალი ნაწილების და სხვა კომპონენტების გაუმჯობესებისაკენ. აღნიშნული პლატფორმის დანერგვის შედეგად, ახალი თაობის ტოიოტა პრიუსის ძარა 60%–ით უფრო მყარია, რაც ავტომობილს მეტად სტაბილურს და უსაფრთხოს ხდის, ხოლო ტარებას კიდევ უფრო კომფორტულს. ახალი პრიუსის ჭერი, წინა მოდელთან შედარებით, 20 მილიმეტრით, ძრავის ხუფი კი 90 მილიმეტრით არის დადაბლებული, ამასთან ერთად ავტომობილი 50 კილოგრამით ნაკლებს იწონის, რაც ახალ პრიუსს უფრო სპორტულ და გამორჩეულ იერსახეს აძლევს. გაზრდილია საბარგულის მოცულობა - ახალი პრიუსის საბარგული 57 ლიტრით მეტს იტევს, ვიდრე წინა თაობის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაუმჯობესებულია მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნაი კომპონენტი - საწვავის მოხმარება, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ მართვისას. ქალაქის პირობებში ახალი პრიუსი საშუალოდ 3.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ქალაქგარეთ კი 4.5-ს. საწვავის მოხმარების შემცირებასთან ერთად, შემცირდა CO2 გამონაბოლქვის მაჩვენებელიც - წინა მოდელთან შედარებით, ახალი პრიუსი 21%-ით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.

გაძლიერებული ჰიბრიდული ბატარეის წყალობით, ახალი პრიუსი თავის წინამორბედებზე ეკონომიურია გადატვირთული მოძრაობის პირობებშიც, რაც ჩვენს რეალობაში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. გარდა ამისა, ძრავის ჩუმი მუშაობა, გაუმჯობესებელი ხმის იზოლაცია, კიდევ უფრო რბილი დაკიდების სისტემა, კომფორტული სალონი და კარგი აუდიოსისტემა არის სასიამოვნო და არასტრესული მგზავრობის გარანტი, საცობების შემთხვევაშიც კი.

ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება პრიუსის 2 მოდიფიკაცია: Comfort ($24,300) და Lux ($27,400). Lux მოდიფიკაცია აღჭურვილია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ავტომატური პარკირების რეჟიმი, უსადენო დამტენი და სიჩქარეების დისპლეი საქარე მინაზე.

ახალი თაობის პრიუსის მომხმარებელად მოიაზრებიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ტესტ-დრაივის სერვისით და პირადად დარწმუნდნენ ახალი ტოიოტა პრიუსის უპირატესობებში. ავტომანქანის არჩევა, გემოვნებიდან გამომდინარე, შვიდ სხვადასხვა ფერიდან არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან დაიწყება.

გახსოვდეთ, რომ თუ გსურთ, შეიგრძნოთ “ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებელია, რომ ავტომობილი შეიძინოთ ოფიციალური დილერისგან: “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”.

(R)

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით