“ნეოგაზი” მწვანე ჩვენი არჩევანია (R)

29 ივნისიდან „ნეოგაზი“ ირჩვევს მწვანეს და აქტიურად იწყებს ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე მის მომხმარებლებზე. პირველ ეტაპზე, მოხდება ქალაქ თბილისში მდებარე ორი სადგურის (საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.N6 / ორთაჭალა, გულუას ქ.N22) გამწვანება, სადაც მომხმარებელი შეძლებს თავი ამოყოს ნეოგაზის ეკო სადგურზე გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონაში. 29 ივნისს სადგურებზე მოსულ მომხმარებლებს გადაეცემათ ეკო საჩუქრები: სხვადასხვა საჩუქართან ერთად ეკო ფანქარი, რომელშიც მოთავსებულია მცენარის თესლები, რაც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას სიმბოლურად დარგოს ერთი ძირი ხე.

მთელი ზაფხულის განმავლობაში მომხარებელს „ნეოგაზი“ თავაზობს სიახლეებს და განსაკუთრებულ საჩუქრებს. ივლისის თვეში ლოიალური ბარათის ნეოქარდის მფლობელებს შეეძლებათ ყოველ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას დააგროვონ თითქმის გაორმაგებული ქულები ნეოქარდზე და „გაგაზე ზღვაზე“ აქციის ფარგლებში მიიღონ სასიამოვნო საჩუქრები. განსაზღვრული ოდენობით საწვავის შეძენის შემთხვევაში, მონაცვლეობით სხვადასხვა სადგურებზე მომხმარებელს გადაეცემა ცივი წყალი, საქართველოს რუკა, ხოლო ნეოქარდზე დაგროვილი კილომეტრებით კი შეძლებს „გაგაზოს“ და დაისვენოს ზღვაზე.

ერთგულ მომხმარებელს ელის“ ნეოგაზის“ წამახალისებელი გათამაშება საჩუქრებით და რა თქმა უნდა მთავარი პრიზი- ავტომანქანა. ეს ყველაფფერი ეტაპობრივად, ასე რომ შემოგვიერთდით ფეისბუქ გვერდზე და ადევნეთ თვალი ნეოგაზის სიახლეებს.

კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს ბუნებაზე ზრუნვას. „ნეოგაზი“ უკვე შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე დაირგო ასეულობით ძირი ხე. ეს არის დასაწყისი და „ნეოგაზი” გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში და მოუწოდებს ყველას შეურთდეს ამ აქციას. მწვანე ჩვენი არჩევანია !

ეკოლოგიურად სუფთა - შეკუმშული ბუნებრივი აირი CNG მიჩნეულია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად. შესაბამისად, ის უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და არ აყენებს ზიანს გარემოს.

ეკონომიური - შეკუმშული ბუნებრივი აირი საწვავთან, ბენზინთან და დიზელთან, შედარებით გაცილებით იაფია.

მწვანე ჩვენი არჩევანია!

„ნეოგაზი“ თავისი ახალი სლოგანით "მწვანე ჩვენი არჩევანია!" მომხმარებელს ეუბნება, რომ ის არის ეკოლოგიაზე მზრუნველი კომპანია, სთავაზობს მას ისეთ პროდუქტს, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს და მოუწოდებს მომხმარებელს, რომ ისიც გახდეს ამ ყველაფრის ნაწილი, აირიჩიოს ნეოგაზი და შესაბამისად „მწვანე“!

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა