დაბა წაღვერში, თორელის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით, მოწესრიდგება 270მ სიგრძის მონაკვეთი. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სათვალთვალო ჭების, გოფრირებული მილების, მიმღები არხებისა და ლითონის ცხაურების მოწყობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი არასოდეს ყოფილა, რაც იწვევდა წყლის გადმოდინებას გზის სავალ ნაწილზე და მის დაზიანებას, ამასთანავე იტბორებოდა მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოები.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 44 682 ლარით დაფინანსდა და ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.