მთავარმა პროკურატურამ ირანის მოქალაქეს, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში ედება, საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა

მთავარმა პროკურატურამ ირანის მოქალაქესთან, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ედება, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ფ.ქ უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა, თუმცა „მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“.

“ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ჰ.ფ.ქ-ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში. ბრალდებულმა ჰ.ფ.ქ-მ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალსახად აცხადებს, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს