ირაკლი ბერაია - საქართველოს სუს-ი ერთი-ერთი ყველაზე მოწინავე და ქმედითი სპეცსამსახურია მთელს მსოფლიოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაცული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღვანდელი სხდომა და საბჭოს წევრი უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, ამ სფეროში საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურის კოორდინებული და ეფექტიანი საქმიანობის, აგრეთვე პროდუქტიული საერთაშორისო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

უნდა ითქვას, რომ ზოგადად, ჩვენი რეგიონი ამ საფრთხეების კუთხით, არასტაბილურია. ცალკეულ სახელმწიფოებს გააჩნიათ განვითარებული ბირთვული ინდუსტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ბირთვულ ინციდენტს საქართველოზე უარყოფითი გავლენა ექნება. არსებობს რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილები, ბიოლოგიური პროფილის დაწესებულებები. შესაბამისად, უსაფრთხოების არასათანადო პირობებში, ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორების ზემოქმედებით, ასევე კრიმინალური ქმედებებით, მუდმივად არსებობს ამ ნივთიერებების გარემოში მოხვედრისა და უკანონო დაუფლების რისკი. განსაკუთრებით ყურადსაღებია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისა და ტერორისტების მიერ ამ ნივთიერებების ავი განზრახვის მიზნით ხელში ჩაგდების სურვილი. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ამ ტერიტორიებზე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ვერიფიკაციის მექანიზმების არარსებობა და ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების უკანონო ბრუნვისა და ტრანზიტისთვის.

სწორედ აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, გადადგა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები. შეიქმნა შესაბამისი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა და დამტკიცდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია, 2015 წლის მარტში კი სამოქმედო გეგმა (ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმა). ამაში აქტიურად იყვნენ ჩართული გაერო, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცულობისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებს, ქიმიური უსაფრთხოების კომპონენტს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის საჭირო მასალების გაუვრცელებლობას, ნარჩენების მართვას, გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციებისა (მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1540 რეზოლუცია) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაციას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი.

უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს და სწორედ ის უწევს კოორდინაციას სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულებას. გარდა ამ მაკოორდინირებელი როლისა, სამსახური აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით როგორც პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე პრაქტიკული ღონისძიებების გატარებაში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სუს-ის მიერ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიზნით გატარებული არაერთი ღონისძიება. აქვე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უსაფრთხოების სამსახურის კონტრიბუცია ამ სფეროში დიდი ხანია გასცდა ეროვნულ ჩარჩოებს. სუს-ის ინიციატივითა და აქტიური ძალისხმევით, საქართველო გაწევრიანდა მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ დიდი შვიდეულის გლობალურ პარტნიორობაში, 2015 წელს კი შეიქმნა გაერო-ს მეგობართა ჯგუფი ქბრბ რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მმართველობის სფეროში.

ამ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ღონისძიებებით, საქართველოს სუს-ი ერთი-ერთი მოწინავე და ქმედითი სპეცსამსახურია მთელს მსოფლიოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნვეყოფის სფეროში, ხოლო საქართველოს მიერ ამ კუთხით დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი სამაგალითოა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა