მიხეილ ჯანელიძე - არასდროს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ასე აქტუალური და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ასე მკაცრად

საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან მტკიცე პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად.

"არასდროს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ასე აქტუალური საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს არის და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ასე მკაცრად, ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც ვახორციელებთ",- განაცხადა ჯანელიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პირობებში არსებობს თუ არა ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს.

"ეს პოლიტიკა უკავშირდება ჩვენი ტერიტორიის გამთლიანებას, დეოკუპაციას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ ბევრად უფრო წარმატებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზზე და როდესაც თვითონ ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას, ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარუმატებლობას",- აღნიშნა ჯანელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს