თეა სირაძე - 5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე, ეს იყო რეალობა და არა ის, რაც ბრალად დამდეს

ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია, - ამის შესახებ „კვირის პალიტრას“ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა თეა სირაძემ განუცხადა.

თეა სირაძის თქმით, მისთვის შეწყალება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან წლების განმავლობაში კომისიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.

„ახლაც გავაგზავნე, არ ვუშვებდი შანსს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. არასოდეს მიხსნიდნენ იმ მიზეზს, რატომ მეუბნებოდნენ უარს, ერთადერთი პასუხი იყო - კრიტერიუმს არ აკმაყოფილებო, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროსაც გადიოდნენ ციხიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმს. 6 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქალთა დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მე და ჩემთან ერთად შეწყალებულ ქალებს გვითხრა ეს შოკისმომგვრელი ამბავი. ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მქონდა, სიხარულისგან ძალიან ცუდად გავხდი, არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ვისმენდი და ვყვიროდი, ეს სიზმარია, არ მჯერა, სიზმარში თუ არ ვარ, მოდით, მიჩქმიტეთ- მეთქი. მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე. ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია. ძალიან ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ვერ უყურებ მათ გაზრდას, ერთ დღეს მოდიხარ და ხედავ როგორ გაზრდილან შენი პატარები“, - განაცხადა თეა სირაძემ.

რაც შეეხება მის გეგმებს, როგორც თეა სირაძე აცხადებს, ოჯახთან ერთად ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებს.

„28 წელი მქონდა მისჯილი, წარმოიდგინეთ ამხელა სასჯელი, მაშინ არაადეკვატურ სასჯელებს უსჯიდნენ. არ ვამბობ, რომ არ ვიყავი დამნაშავე, რაც ჩავიდინე იმას ვაღიარებდი დაჭერის დღიდან, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ეს არ ჩამიდენია. 5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე, ეს იყო რეალობა და არა ის, რაც ბრალად დამდეს. მაშინ სრული განუკითხაობა იყო. საქმის არსებითი განხილვა არ ჩატარებულა, ისე მომისაჯა ამხელა სასჯელი. რაც სურდა პროკურატურას, იმას ასრულებდა მოსამართლე... პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვარკეთილიდან მოვიტაცე 5 ადამიანი და სოფელ დიღომში წავიყვანე "ოპელ ვექტრათი", თუ ამდენი ადამიანი ჩავსვი მანქანაში, მაშინ მე სად ვიჯექი? სად იყო ამდენი კაცის ადგილი "ვექტრაში?" არ მქონდა იარაღი, არ მქონდა დანა და მითხარით რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?! ბრალი შეთითხნილი იყო, მაგრამ ამხელა წლების მიუხედავად სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ ოდესმე ჩემთვისაც შეიცვლებოდა რამე, ეს დღეც დადგა. მანამდე ამნისტიამ მისჯილი წლები მომაკლო, დამიტოვეს 13 წელი, 7 წელი კი გავატარე ციხეში“, - განაცხადა სირაძემ.

რაც შეეხება დეპუტატ ირმა ინაშვილის შეთავაზებას პარლამენტში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, თეა სირაძე აცხადებს, რომ მის შეთავაზებას იღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირაძე გუშინ შეიწყალა. 37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 შვილის დედას სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის