თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ14 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ14 მონაკვეთზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.