მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო

საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი“ საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისმა ხელისუფლებამ 2012 წელს თითქმის 16 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტი დატოვა. 4 წლის თავზე კი ეს შემცირდა მილიარდნახევარი დოლარით.

„ჩვენ 2012 წელს თითქმის 16 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტი დავტოვეთ. 4 წლის თავზე ეს შემცირდა შემცირდა მილიარდნახევარი დოლარით. ე.ი. საქართველომ საგრძნობლად უკან დაიხია. ამათ საშინაო ვალი 2, ხოლო საგარეო ვალი ერთი მილიარდი ლარით გაზარდეს. ჩვენ ვალს რომ ვიღებდით, ეკონომიკაში ვდებდით და შემდეგ ვიხდიდით, ესენი კი თვითონ ირიგებენ და ნაცნობობაში ხარჯავენ ფულს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი 50-დან 20 პროცენტზე ჩამოვიდა. დღეს საქართველოში 69 პროცენტია ღარიბი და 24 პროცენტი - სიღარიბესთან ახლოს. საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო. შემცირდა შემოსავლები და საშუალო ხელფასი, ფასები კი გაიზარდა. გიშველათ მილიარდერმა?!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის