ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა დღეს დილით ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მაღაზიიდან ტანსაცმელი და თანხაა წაღებული.

,,როგორც ვიცი წაღებულია მეორადი ტანსაცმელი და ნავაჭრი ფული, რაც მაღაზიაში ჰქონდა გამყიდველს დატოვებული. მეტი რა უნდა წაეღოთ ასეთი მაღაზიიდან”, - აცხადებენ ჩეჩელაშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია