თსუ-ში ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ კურსდამთავრებულებს ფრანგული ეროვნული დიპლომები გადაეცათ.

თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტი პარიზი 8-დან პროგრამის ხელმძღვანელი ჟან-ჟაკ მარიაჟი, უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელი ჰინდ უკერადი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, პროგრამის კოორდინატორი არჩილ ელიზბარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში წარმატებით მუშაობს.

„თსუ-ში 100-მდე ქართველმა სტუდენტმა მიიღო თსუ-სა და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის დიპლომი. მათი დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია: ბოლო 6 წლის შედეგებით, კურსდამთავრებულთა 100 პროცენტი დასაქმებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწავლის ხარისხიც ძალიან მაღალია. ვაპირებთ, რომ გავაფართოოთ თანამშრომლობა ფრანგ პარტნიორებთან“, - აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს. ამ პროგრამის კურსდამთავრებულს ეძლევა ორმაგი - ქართულ-ფრანგული დიპლომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ”უნივერსიტეტი პარიზი 8”-ს წარმომადგენელმა ჰინდ უკერადიმ.

„ამ პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ინფორმატიკისა და პროგრამირების მიმართულებით“, - განაცხადა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გური სალუქვაძემ.

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ საქართველოში 2002 წლიდან, თსუ-ში კი 2009 წლიდან მოქმედებს და 15 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სწავლის განმავლობაში სტუდენტები მინიმუმ ერთი სემესტრი უნივერსიტეტ პარიზი 8-ში სწავლობენ. კურსდამთავრებულთა 40-მა პროცენტმა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყანაში გააგრძელა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სტუდენტებს ლექციებს ქართველ და ფრანგ ლექტორთა შერეული ჯგუფი უკითხავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის