"არა ოკუპაციას", "Stop Russia" - ამ სლოგანებით ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიების ეტაპობრივ ოკუაციას.
“ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს ოკუპაცია განაგრძოს. ვალდებული ვართ, ყველამ ხმა ამოვიღოთ და ერთად გავაპროტესტოთ ოკუპანტის ქმედებები. ყველამ უნდა დაინახოს, ვინ არის რუსეთი სინამდვილეში”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.