”ვითიბი ბანკის” Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციები დაემატა

”ვითიბი ბანკისა”, Visa -ს და კომპანია Pri-Num - ის თანამშრომლობის შედეგად, მობილური გადახდების აპლიკაციას Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა Visa Token Service დაემატა.

”ვითიბი ბანკის” ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მობილური გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ხდება. კერძოდ, გადახდის მომენტში ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად სპეციალურად შექმნილი ერთჯერადი კოდის (ტოკენის) გადაცემა ხდება, რაც გამორიცხავს თქვენი ბარათის მონაცემების უცხო პირთან მოხვედრის შესაძლებლობას. ტოკენიზაცია უზრუნველყოფს გადახდის ონლაინ მომსახურებას საბანკო ბარათის გამოყენებისა და შეხების გარეშე.

”გარდა ამისა, საქართველოში პირველად, ”ვითიბი ბანკი” Mobile Pay - ს მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი გადახდა, რომელიც 45 ლარს აღემატება, პინ კოდის ნაცვლად თითის ანაბეჭდით დაადასტუროს. აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო გაამარტივებს აპლიკაციის მოხმარებას.

Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მარტივად აწარმოოს უკონტაქტო გადახდები. ამისთვის, მხოლოდ მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებაა საჭირო. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. Mobile Pay-თ სარგებლობა და გადახდების წარმოება უფასოა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის