„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება იუსტიციის სახლის წინ, ხელოვანთა სკვერში გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მერობის კანდიდატად ვახტანგ დარცმელიძე წარუდგინა. მან შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო და ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანა ამ ქალაქში იქნება, ისევე, როგორც მთელ დანარჩენ საქართველოში, გავზარდოთ პენსია, აღვადგინოთ სოციალური დახმარებები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ეს სამი ძირითადი მიმართულება იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი, ჩვენთან ერთად მშვიდად, მშვიდობიანად აუცილებლად ეტყვის უარს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ვერაფერი მოიტანა უიმედობის, გაძვირების, სიღარიბისა და პრობლემების გარდა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ დარცმელიძის განცხადებით, დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქს განვითარების საშუალებას არ აძლევს და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. „ჩემი მიზანია თქვენთან ერთად ვიბრძოლო უკეთესი საქართველოსთვის. გვეძლევა შანსი, ჩვენი ქალაქის ბედი თავად გადავწყვიტოთ. გპირდებით, არასოდეს მიგატოვებთ და მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით", - აღნიშნა დარცმელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა