ევროკომისია ოფიციალურ ანკარას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი უფლებადამცველები, რომელთა შორის თურქეთში Amnesty International-ის დირექტორი იდილ ესერია.
აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.
„რაც შეეხება უფლებადამცველების ჯგუფის დაკავებას, ჩვენ ამას შემაშფოთებლად მივიჩნევთ, ეს თურქეთში ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წევრების დაპატიმრების პრაქტიკის გაგრძელებაა. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს ხალხი“, - განუცხადა სხინასმა ჟურნალისტებს.
18 ივლისს, სტამბოლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთში Amnesty International-ის დირექტორს იდილ ესერის და კიდევ ხუთ უფლებადამცველს პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალი ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში.