ირაკლი (დაჩი) ბერაია - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მის სპიკერად „ქართული ოცნებიდან“ გაგდებული ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტის გამოყენება გადაწყვიტა

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მის სპიკერად „ქართული ოცნებიდან“ გაგდებული ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტის - გია ხუხაშვილის გამოყენება გადაწყვიტა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ხუხაშვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა რაც ხდება. როგორც კი ვინმე პრეზიდენტ მარგველაშვილს და მის ადმინისტრაციას შეეხება, ეს ადამიანი წყობიდან გამოდის და პირდაპირ პარლამენტის თავმჯდომარის ლანძღვაზე გადადის ხოლმე. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მის სპიკერად, თავისი ადმინისტრაციის მოხელეების გარდა, ,,ქართული ოცნებიდან’’ გაგდებული ე.წ. "დამოუკიდებელი ექსპერტის" გამოყენება გადაწყვიტა. ეს კაცი თავის დროზე ვერ მიხვდა, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში ვერ იარსებებდნენ კეზერაშვილები, შავი ფული და მისი განმკარგველები და ამ როლის მორგება მოინდომა. სწორედ ამის გამო, გააგდეს ის ,,ქართული ოცნებიდან’’. მისი ნებისმიერი განცხადება არის გამწარებული კაცის პოზიცია, თუმცა, საბედნიეროდ საზოგადოება ყოველთვის ზუსტად არჩევს ვინ ვინ არის და ყველას თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე“, - განაცხადა ბერაიამ.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ნდობა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა, მან მომლაპარაკებელი ანუ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის