გიორგი მარგველაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგმა მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც აღნიშნა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა და ამასთან, ვეტოს დადების მიზეზი განმარტა.

„მეორე ცვლილებების ნაწილი ეხება საარჩევნო კანონს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს, სადაც ერთი მხრივ, ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა ეძლევა მმართველ პარტიას, ხოლო მეორე მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები აღარ იქნება ასახული ცესკო-ს შემადგენლობაში. ესეც რეალურად ერთი მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორე მხრივ, ასუსტებს ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს, რადგან პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს საარჩევნო სტრუქტურებში, რათა ჩვენი საზოგადოების ნდობა, ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ, კიდევ უფრო ამაღლდეს. ორივე კანონის სულისკვეთება ჩემი შეხედულებით ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმის და ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მომენტი, რატომაც ეს კანონები მიუღებელია, არის მათი მიღების დაჩქარებული ფორმა და ასევე დრო.

„მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებდნენ საარჩევნო წელიწადს არ მომხდარიყო ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო გარემოს, არადა ორივე კანონი ამ შემთხვევაში საარჩევნო გარემოს ეხება, ამ წლის განმავლობაშიც არ უნდა მიღებულიყო, ამ შემთხვევაში კი მიღებულია არჩევნებამდე სულ სამი თვით ადრე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო