ქუთაისის მერიასთან მოსახლეობამ ტომრებით ქვა და სამშენებლო მასალის ნარჩენები მიიტანა

ქუთაისის მერიის წინ, დღეს თავისუფლების ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა დაზიანებულ გზებსა და ანტისანიტარიას აპროტესტებს. ადგილობრივებმა მერიის შენობასთან სპეციალური ტომრებით ქვისა და სამშენებლო მასალების ნარჩენები მიიტანეს.

„თუ კარგია, ამათ ისუნთქონ ეს მტვერი“,- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნოდარ მარუაშვილმა.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის