ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” (”ჯი-აი-ჯი”) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ”ენერგეტიკის და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება” წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლების მე-4 სემესტრის დასასრულს პრაქტიკა GIG-სთან აფილირებულ კომპანიებში გაიარონ. ასევე, GIG ილიას უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სივრცის მოწყობაში დაეხმარება (ვიზუალიზაცია, დემო მაკეტები), სადაც შესაბამისი ლექციები და შეხვედრები გაიმართება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის”გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ და ილიაუნის რექტორის მოადგილე ნინო დვალიძემ.

როგორც ილიაუნში განმარტავენ, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საწინდარია კვალიფიციური და წარმატებული სპეციალისტების მომზადებისთვის.

”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირსა და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

როგორც ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ განაცხადა წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ კომპანიის სპეციფიკურ ჯგუფებში, საწარმოებში დასაქმდნენ.

”ზოგადად, განათლების სექტორი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისთვის არის პრიორიტეტული მიმართულება და საკმაოდ აქტიურ ინვესტირებას ვახორციელებთ ამ დარგში. კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს სამაგისტრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლას კომპანიის სხვადასხვა საწარმოებში, მიმართულებების მიხედვით. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს მათი პროფესიული ცოდნა, განათლება და უნარ-ჩვევები გაიღრმაონ რეალურ საწარმო სივრცეში. ეს პროცესი სასარგებლო იქნება თავად კომპანიისთვის, ვინაიდან, დღესდღეობით დარგი სექტორის პროფესიონალების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ კომპანიის სპეციფიურ ჯგუფებში, საწარმოებში დასაქმდნენ”, - განაცხადა გელენიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ნინო დვალიძის განცხადებით, ”ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის და მდგრადი განვითარების” პროგრამა იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული.

”ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის და მდგრადი განვითარების” პროგრამა არის უნიკალური ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც მოამზადებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ღერძია, ამიტომ ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ითანამშრომლებენ როგორც კერძო სექტორთან, ისე არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორებთან. პროგრამა იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული. დღეს გაფორმებული მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს ჩვენს სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა კერძო სექტორში, ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილ კომპანიებში გაიარონ პრაქტიკა”, - განაცხადა ნინო დვალიძემ.

ახალი სამაგისტრო პროგრამა ანალიტიკური ცენტრის ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის და ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროგრამის მხადამჭერები ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” ერთად არიან: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კავკასიის სამთო ჯგუფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს