რუსთავის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მერიაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, კონსორციუმი ,,სამართლებრივი დახმარება საქართველოს" თავმჯდომარე დიმიტრი ზვიადაძემ და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების" ხელმძღვანელმა თამარ გოლუბიანმა .

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მზადყოფნას გამოხატავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისა და მათთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში, აქტიურად ჩართოს. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი გაფორმდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. მსგავსი პროექტების განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, ჩვენი მხრივ, მზად ვართ შევასრულოთ ის ვალდებულებები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმითაა განსაზღვრული“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ჯონათან ჰეისი და ეკა თოდრია, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ კობერიძე, ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გოჩა შავაძე და ნინო ლომიძე ესწრებოდნენ.

მემორანდუმზე ხელის მოწერამდე, კონსორციუმ ,,სამართლებრივი დახმარება საქართველოსა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას, პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ შესახებ, მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. პროექტს კონსორციუმი ,,სამართლებრივი დახმარება საქართველო“ (LAG), საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SC)-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა