ბათუმის აეროპორტსა და ვალეში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული პრეპარატები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტსა და ვალეში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული პრეპარატები აღმოაჩინეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 20 - 27 ივლისს, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი სამედიცინო პრეპარატების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, 20 ივლისს სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთიდან შემომავალ თურქეთის მოქალაქე მ.ფ-ს ხელბარგში აღმოუჩინეს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (LIRIKA - 14 კაფსულა).

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი’’ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (Solpadeine - 48 აბი) შარჟა-ბათუმის მგზავრის, ქუვეითის მოქალაქის, ნ.ა-ს ბარგში იპოვეს. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საქართველოში კანონდარღვევით შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი,

სგპ „ბათუმის აეროპორტში“, 27 ივლისს პრეპარატები -120 მგ. ფსევდოეფედრინის შემცველობის მქონე LORINASE - 14 აბი, (8 მგ.) და კოდეინის შემცველობის მქონე SOLPADEINE - 24 აბი - დუბაი-ბათუმის მგზავრს, საუდის არაბეთის მოქალაქეს ა.ა.მ-ს აღმოაჩნდა. მოქალაქეებმა ვერ წარმოადგინეს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების ინდივიდუალური საჭიროებისთვის საქართველოში შემოსატანად (საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 01-32/ნ ბრძანებით) განსაზღვრული დოკუმენტები. შესაბამისად, საქმის მასალები, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის