”გენერალთა კლუბი” კონტრ-ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

”საქართველოს გენერალთა კლუბი” კონტრ-ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

„ალექსანდრე ჯავახიშვილი გახლდათ ატომური სტრატეგიული წყალქვეშა ნავის პირველი მეთაური, რომელმაც 1972 წელს ბალისტიკურ-სარაკეტო, წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა. 1992-97 წლებში ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, 2000 წლიდან - საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი. ალექსანდრე ჯავახიშვილი დაჯილდოებულია 2 ორდენით და 13 მედლით.

საქართველოს გენერალთა კლუბი ღრმა წუხილს გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს და კოლეგებს“, - აღნიშნულია საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია